გაკვეთილის მთავარი თემა
|
ახალი
ეპოქის დასაწყისი
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო. IX კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
9. სსსმ მოსწავლე არ არ არის
|
მოსწავლეები
ამ თემის შესწავლის შემდეგ შეძლებენ იპოვონ განსხვავება სხვადასხვა ეპოქის ხელოვანების
შემოქმედებას შორის.
|
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეებმა
შეძლონ რენესანსის კულტურის წინამძღვრებისა და პროტორენესანსის ხელოვნების მხატვრულ-სტილისტურ
ნიშნებზე მსჯელობა, შეძლონ საკუთარი მოსაზრებების დასაბუთება, აგრეთვე
მსჯელობა იმის შესახებთ რა ეფექტს აღწევს მხატვარი ფერის საშუალებით, კონკრეტული
ნიმუშების მაგალითზე შეძლონ სხვადასხვა პერიოდის ხელოვნებაში არსებულ მსგავსება-განსხვავებაზე
და პროტორენესანსის ხელოვნების ნიმუშების მხატვრულ ღირებულებაზე მასჯელობა.
|
ესგ-ს მისაღწევი
შედეგები
|
ს.გ.IX.4-გამოთქვამს მოსაზრებას ხელოვნების ნიმუშის მხატვრული
ღირებულების შესახებ.
ს.გ.IX.4 მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა ეფექტს აღწევს მხატვარი
ფერის საშუალებით.
ს.გ.IX.5-ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ხელოვნებას
რამდენიმე მახასიათებლის მიხედვით (სტილი, თემა, ჯანრი)
ს.გ.IX.5-კონკრეტული ნიმუშების მაგალითზე მსჯელობს მსგავსება-განსხვავებაზე,
რომელიც არსებობს სხვადასხვა პერიოდის ხელოვნებაში.
|
წინასწარი ცოდნა
|
იციან,
რომ რენესანსის ეპოქამდე იყო შუა საუკუნეების პერიოდი და ამ პერიოდის ხელოვანთა შემოქმედების
თემატიკას წარმოადგენდა რელიგიური სიუჟეტების ასახვა. პროტორენესანსის ეპოქაში თემატიკა
არ შეცვლილა, შეიცვალა გადმოცემის ხასიათი(სიბრტყობრივი
ნამუშევრები შეიცვალა მოცულობრივით)
|
შეფასება
|
განმსაზღვრელი
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო,
მასწავლებლის მიერ დამოუკიდებლად მოძიებული რესურსი, ფორმატი, ფანქარი, ფლომასტერი,
კომპიუტერი, პროექტორი.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
A
ფაზა 10 წთ.
აქტივობა 1მოსწავლეთა ორგანიზება-2წ.თ.
აქტივობა2 საშინაო
დავალების შემოწმება-3წთ .კითხვა-პასუხის რეჟიმში ვამოწმებ საშინაო დავალებას. 1 .რა იყო ანტიკური და შუა საუკუნეების თემატიკა?
2 როგორი ნამუშევრები იქმნებოდა ამ პერიოდში?
აქტივობა3 5წთ.
მასწავლებელი
მოსწავლეებს აცნობს ახალი გაკვეთილის თემას და მიზანს. ჯგუფებად დაყოფილ მოსწავლეებს
უჩვენებს თვალსაჩინო მასალას ,რომელზეც, წარმოდგენილია ანტიკური, შუა საუკუნეების
და აღორძინების ხელოვნების ნიმუშები და სთავაზობს კითხვა-პასუხის რეჟიმში განსაზღვრონ,
ამ ნამუშევრების შექმნის ქრონოლოგიური თანმიმდევრობა და თითოეულ შემთხვევაში დაასაბუთონ
საკუთარი მოსაზრება.
B-ფაზა 20 წთ.
მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს აღორძინების ეპოქაზე და სთავაზობს
ჯგუფურად იმუშაონ ასოციაციურ რუკაზე ,,აბლაბუდა ”საყრდენი სიტყვით რენესანსი და ვურჩევ
არ შემოიფარგლონ, მხოლოდ ცნობილი ხელოვანებისა და მათი ნამუშევრების დასახელებით,
არამედ გააკეთონ სხვადასხვა შინაარსის ჩანაწერები, თუ რომელ კულტურაში ჩაისახა და
განვითარდა რენესანსი, რომელი ქალაქი იქცა აღორძინების ცენტრად, რა ისტორიულმა პროცესებმა
დაუდო სათავე ახალ ეპოქას-რენესანსს, ამისათვის მათ უნდა გამოიყენონ ხელოვნებისა
და ისტორიის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა. თითოეული ჯგუფი აცნობს თანაკლასელებს ჩანაწერებს,
უზიარებენ ერთმანეთს მოსაზრებებს, შეაქვთ კორექტივები დაიკვეთება პრიორიტეტები.
აქტივობა5 3წთ
მასწავლებელი უტარებს მინი-ლექციას, რომ სწორედ
რენესანსის ეპოქის მოაზროვნეებმა გამოიყენეს პირველად ტერმინი
,,შუა საუკუნეები”, რომლითაც ისინი ანტიკურობასა და მათ თანამედროვე ეპოქას შორის
მოქცეულ ,,სიბნელის ათასწლეულს” აღნიშნავდნენ, აგრეთვე რენესანსის ხელოვნების საფუძვლად
ჰუმანისტური ფილოსოფიური მოძღვრება იქცა, რომლებიც შუა საუკუნეებს დაცემის პერიოდად
და ბარბაროსულ ეპოქად თვლიდნენ. კაცობრიობის პროგრესისათვის აუცილებელი იყო ანტიკური
კულტურის გამოცდილების შესწავლა და შემოქმედებითად გააზრება.
აქტივობა
6 10წთ.
მოსწავლეები მოცემული ილუსტრაციებით მსჯელობენ ფლორენციისა და
სიენის ფერწერული სკოლებისათვის დამახასიათებელ ნიშნებზე, გამთქვამენ აზრს კომპოზიციური
აგების თავისებურებებზე.
აქტივობა7 C-ფაზა
15 წთ.
ეცნობიან
ერთმანეთის ჩანაწერებს, უზიარებენ მოსაზრებებს და აზუსტებენ დეტალებს. მათ შეძლეს
ეპასუხათ ინტერაქტივის შეკითხვებისათვის1.რა როლი შეასრულა პროტორენესანსმა აღორძინების
ეპოქის კულტურის ჩამოყალიბებაში? ,შეძლეს გამოეთქვათ აზრი კომპოზიციური აგების თავისებურებებზე,
შეძლეს მსჯელობა ფერის შესაძლებლობების გამოყენებაზე(რა ეფექტს აღწევს მხატვარი ფერის
საშუალებით, რომ შესაძლებელია გარკვეული ემოციის გადმოცემა, ქმნის განწყობილებას,
აძლიერებს ჟღერადობას).ბოლოს მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალებას, დამოუკიდებლად
მოიძიონ დამატებითი მასალა ფლორენციისა და სიენის ფერწერული სკოლების სხვა წარმომადგენლებისა
და მათი ნამუშევრების შესახებ.
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment